,,ბახვას ცხედარი გამოიტანეთ მარიოპოლიდან?… … უპატრონეთ?…“ – ხათუნა ხოფერია

March 29, 00:07
0
401

ხათუნა ხოფერია, რომლის ოჯახის წევრი, ბახვა ჩიქობავა უკრაინაში, რუსების თავდასხმისას გმირულად დაიღუპა, პეტრე პოროშენკოს ქართველი ხალხისადმი მიმართვას ეხმაურება:

,,მე რომ ჩამოვიდე?…
ბახვას ცხედარი რომ გამომატანოთ?…
… ან კი, დარჩა რაიმე ამდენი ხნის შემდეგ?..
… გამოიტანეთ მარიოპოლიდან?…
… უპატრონეთ?…
… საერთოდ, იცის ვინმემ სად არის?…
ჩვენ არაფერი ვიცით…
მოკლედ, არსებობს ვინმე სულიერი, ვინც იღებს პასუხისმგებლობას, რომ ექსპერტიზის შემდეგ, ბახვას ყველა ქრისტიანული წესის დაცვით მივაბარებთ თავის მამიკოს, ძმას, წინაპრებს…
რომ მამიდაჩემი სანთელს დაანთებს თავისი საამაყო შვილის საფლავზე და ვალმოხდილი წავა თავის ოჯახთან…
არსებობს ვინმე ღვთისმიერი?….“

Cesko