Anadolu: უბნების 93%-ის დათვლის შემდეგ ერდოღანს ხმების 49%, კილიჩდაროღლუს კი 44% აქვს

0
216
26 Views

თურქეთის სამთავრობო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში, ბიულეტენების 93,67%-ის დათვლის შემდეგ კვლავ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.

არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა ამომრჩეველთა ხმების 49,63% (25,494,951 მილიონი) მიიღო. მეორე ადგილზე მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციის წარმომადგენელი ქემალ კილიჩდაროღლუა, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 44,63%-მა (22,926,463 მილიონი) დაუჭირა.

ამასთან, თურქეთის უზენაეს საარჩევნო საბჭოს ოფიციალური ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. საბჭოს თავმჯდომარემ, აჰმეტ იენერმა ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ დათვლილია ბიულეტენების 47,08% და საზღვარგარეთ მიღებული ხმების 12%.

იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ აგროვეს ხმათა სულ მცირე 50%-ს, 28 მაისს არჩევნების მეორე ტური ტარდება.

Cesko