38 Views
დიდი ბრიტანეთი კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს. ამის შესახებ მთავრობაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით The Times-ი წერს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში იქნება მიღებული და მას სამართლებრივი საფუძვლის ორთვიანი ძებნა უძღოდა წინ.
ამასთანავე, ტერორისტული ორგანიზაციების სიაში „ვაგნერის“ შეყვანის შემდეგ დაჯგუფების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება.
მანამდე საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო სპეციალური რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებასა და ევროკავშირს, „ვაგნერი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანონ.