23 Views
ქალაქ რუსთავში, ბინაში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, ფალიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში 40 წლამდე კაცი, ოჯახის წევრებმა ოთახში გარდაცვლილი ნახეს.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ საპატრულო, კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ახალგაზრდა კაცი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო, ბოლო წლებში კი მწვრთნელად მუშაობდა.
ინფო რუსთავი