ნაფიცმა მსაჯულებმა დაასკვნეს, რომ ტრამპმა სექსუალურად იძალადა ჟურნალისტ იჯინ კეროლზე 1996 წელს

0
254
22 Views

ნაფიცმა მსაჯულებმა დაასკვნეს, რომ დონალდ ტრამპმა სექსუალურად იძალადა ჟურნალისტ იჯინ კეროლზე 1996 წლის გაზაფხულზე.

79 წლის ჟურნალისტი იჯინ კეროლი ირწმუნებოდა, რომ 30 წლის წინ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს სავაჭრო ცენტრში შემთხვევით შეხვდა, სადაც, მისი მტკიცებით, ტრამპმა მასზე სექსუალურად იძალადა.

ნაფიცმა მსაჯულებმა ასევე დაადგინეს, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს 5 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს კომპენსაციისა და საჯარიმო სანქციის სახით.

კეროლმა სამოქალაქო სასამართლო პროცესის დროს განაცხადა, რომ ტრამპმა გააუპატიურა იგი მანჰეტენში ბერგდორფ გუდმენის სავაჭრო ცენტრის გასახდელში 1995 ან 1996 წელს, შემდეგ კი ზიანი მიაყენა მის რეპუტაციას, როდესაც 2022 წლის ოქტომბერს ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა, რომ კეროლის განცხადება იყო სრული თაღლითობა და ტყუილი.

Cesko