„ყველაზე მეტად ირაკლის გაცნობა მაინტერესებდა…“ – ქეთათო

0
242
23 Views

ქეთათო ჩარკვიანს გადაცემამ „შენი დილა” ბლიცკითხვებით მიმართა.

„როდესაც მიყვარდება, ისეთი პოზიტიური თვისებები აღმოცენდება ჩემში, როდესაც გაზაფხულზე რაღაც ამოიკვირტება, როცა ვიღაცის იდეალიზებას ახდენს, თავადაც გინდა, მიუახლოვდე სრულყოფილებას, ბედნიერი ხარ, პოზიტიური და ანათებ. ადამიანის გაბრწყინების მაქსიმუმი შანსია. ადამიანი ერთი კადრი და მომენტია…

ვცდილობ, ირაკლიზე არ ვისაუბრო. ჩემი ირაკლის სხვებისთვის გაზიარება დიდად არ მინდა. რაც უნდა შევეცადო, სიტყვები მოვნახო, რომ ოდნავ მაინც გადმოგცე სიტუაცია, დამოკიდებულება და შეგრძნება, თითქოს ეს სიტყვები არ არის საკმარისი. ირაკლიზე საუბარი მიჭირს…

სანამ ირაკლის გავიცნობდი, ყველაზე მეტად მისი გაცნობა მაინტერესებდა და ამას დღემდე ვცდილობ…”, აღნიშნავს ტელეინტერვიუში მომღერალი.

Cesko