ფაშინიანი, 9 მაისს, მოსკოვში, დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

0
256
22 Views

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დღეს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით მოსკოვში გაემგზავრება, – ინფორმაციას რუსული მედია სომხეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფაშინიანი, 9 მაისს „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

„პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოწვევით დღეს სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრება. პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დიდ სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომელიც 9 მაისს გაიმართება“,- აცხადებენ სომხეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურში.

Cesko