„პატარძალი ჭიშკართან დადგა და არ შემოვიდა, უარი თქვა ქორწილზე… 200 კაცი გაიძურწა” – ზურა შევარდნაძე უცნაურ შემთხვევაზე

0
647
25 Views

ზურა შევარდნაძემ უცნაური ისტორის გაიხსენა, როდესაც პატარძალმა უარი თქვა ქორწილზე და ცერემონია ჩაიშალა.

„გვქონდა შემთხვევა, პატარძალი იდგა ჭიშკართან და არ შემოვიდა, უარი თქვა ქორწილზე და ცერემონია ჩაგვეშალა. გაშლილი სუფრა, გაფურჩქნილი და უარი თქვა გოგომ, არ მოაწერა ხელი. ჯვარი დაწერილი ჰქონდათ და აქ რომ მოვიდნენ, ხელს არ მოვაწერო, თქვა.

როგორი ამბავია მშობლებისთვის. ეს ყველაფერი ნახევარმა თბილისმა იცის. მე ვეუბნები, მოდი, შემოდი და მე გპირდები, სადაც მეტყვი, იქ წაგიყვან მერე მეთქი. 200 კაცი ისე გაიძურწა, ყველას ძალიან შერცხვა”, – თქვა  შევარდნაძემ გადაცემაში „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”.

Cesko