„ვცდებოდი…“ – რას წერს დათო გორგილაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე და როგორ უბოდიშებს ის საზოგადოებას?

0
273
22 Views

ტელეწამყვანი, მწერალი დათო გორგილაძე „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტს აქვეყნებს, და ნეაპოლიდან ვიდეო რეპორტაჟს აქვეყნებს. როგორც გორგილაძე აღნიშნავს, არასოდეს რცხვენოდა იმის აღიარება, რომ რაღაცაში შეცდა, და ამით იგი ხვიჩასთან დაკავშირებით ადრე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რის თანახმადაც ის წერდა:

„მე თუ მკითხავთ: გმირი ვერ გახდება ფეხბურთელი მხოლოდ იმის გამო, რომ გოლები გააქვს, კარგ პასს იძლევა და ლამაზად აგორავებს ბურთს. ამაში კი ხელფასს იღებს. ის უბრალოდ კარგი ფეხბურთელია და პლუს ამას თუ კარგი ადამიანიცაა, ღმერთმა გაუმარჯოს“.

ახლა კი მის ახალ პოსტს დავუბრუნდეთ, სადაც საპირისპიროზე წერს და აღნიშნავს, რომ ის რასაც ხვიჩამ მცირე დროში მიაღწია, ნამდვილად გმირობაა.

„ვხვდებოდი, რომ კვარაცხელია, როგორც ფეხბურთელი, უკვე ფეხბურთის საზღვრებს მიღმა იყო, მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ რამდენად. ნეაპოლში, პირველ რიგში, სწორედ ამის გასაგებად წავედი. არასოდეს მრცხვენოდა იმის აღიარების, რომ რაღაცაში შევცდი, მაგრამ ამჯერად მახარებს კიდეც ეს შეცდომა.

თვეების წინ დავწერე, მხოლოდ ფეხბურთის თამაშით ადამიანი გმირი ვერ გახდება-მეთქი. იმან, რაც ნეაპოლში ვნახე, განვიცადე და ვიგრძენი, საპირისპიროში დამარწმუნა. ეს ბიჭი უბრალოდ თამაშობს – ოღონდ თამაშობს ლაღად, თავისუფლად და მთელი გულით და ამის გამო თურმე მთელი ქალაქის შთაგონების წყარო, ინსპირაცია და იმედი ხდება. მისი ხათრით სწავლობენ და სწორად გამოთქვამენ ქართულ სიტყვებს, ცდილობენ გაიცნონ ეს ქვეყანა და მადლიერებას გამოხატავე.

ესაა ევროპა – გაფასებდეს პროფესიონალიზმის თავისუფლებისა და შრომისმოყვარეობისთვის და მისთვის მხოლოდ ხაჭაპურისა და ხინკლის მკეთებელი ერი არ იყოს. ჰო, ვცდებოდი. ეს, რა თქმა უნდა, გმირობაა. თუ რაც არის. ბოლო ბოლო, რა საჭიროა ეს აღმატებული სიტყვები. ეს ფილმი გაგა კაპანაძემ, გიკო დადიანმა და მე გავაკეთეთ. უყურეთ და შეიყვარეთ“, – წერს გორგილაძე.

Cesko