აშშ ტაივანს 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს – Reuters

0
209
21 Views

აშშ გეგმავს, რომ ტაივანს 500 მილიონი დოლარის ღირებულების სხვადასხვა სახის იარაღი უსასყიდლოდ გადასცეს, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ წლევანდელ ბიუჯეტში კონგრესმა პრეზიდენტს უფლება მისცა, ტაივანს 1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცეს.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა შედის დახმარების ამ პაკეტში და როდის იქნება იგი უზრუნველყოფილი.

ცნობისთვის, 1979 წლიდან შეერთებულ შტატებსა და ტაივანს შორის ურთიერთობები რეგულირდება ტაივანის ურთიერთობების აქტით, რომელიც იძლევა სამართლებრივ საფუძველს ტაივანის თავდაცვითი საშუალებებით უზრუნველყოფისთვის, მაგრამ ტაივანზე თავდასხმის შემთხვევაში, შეერთებულ შტატებს მისი დახმარებით არ ავალდებულებს.

ტაივანი აშშ-ს იარაღის მიწოდების შეფერხების გამო გასული წლიდან აკრიტიკებს, რადგან ამერიკული წარმოება ახლა უკრაინის საჭიროებებზეა მიმართული.

Cesko