საბა გახოკიას მკვლელი ცნობილი ექიმების ოჯახის წევრი აღმოჩნდა – გაირკვა მისი ვინაობა (ფოტო)

0
1657
27 Views

გუშინ, ვერაზე მომხდარ დანაშაულში მძიმე ბრალდებით დაკავებული დაცვის პოლიციის თანამშრომელი კახაბერ კამლაძეა. ის ცნობილი ექიმების ოჯახიდანაა.

დაკავებული კაცის ოჯახს მოხმდარზე საუბარი არ სურს. მისი ერთ-ერთი მეზობელი კი ამბობს, რომ კამლაძე ედუარდ შევარდნაძის დროს, მეორე პრეზიდეტის დაცვის სამსახურის თანამშრომელი იყო.

ეჭვმიტანილი გამომძიებლებს ჯერ არ გამოუკითხავთ. ის ახლა ბრალის წარდგენის მოლოდინშია.

დედაქალაქის ცენტრი სისხლიანი ანგარიშსწორების ეპიცენტრად გუშინ საღამოს იქცა. ვერაზე გიჩო მარგველაშვილს თავს შეიარარებული პირი დაესხა და დაჭრა. ვერის საძმოს გავლენიანი წევრის დაცვამ გასროლა საპასუხოდ განახორციელა. მოკლულია 38 წლის საბა გახოკია.

დაჭრილია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილდეოდა და ტყვია შემთხვევით მოხვდა.

სპეციალური საგამოძებო სამსახური დაკავებულ დაცვის თანამშრომელს 108-ე მუხლს, განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაზინააღმდეგოდ ტარებას ედავება.

წყარო: ტვ პირველი

Cesko