ვატო შაქარიშვილი: გამოიკვეთა, რომ ტრადიციული ღირებულებების სადარაჯოზე საქართველო არ არის მარტო და ევროპის და აშშ-ის მასშტაბით ჰყავს ძალიან სერიოზული მოკავშირეები

0
240
28 Views

ეს იყო საეტაპო მნიშვნელობის გამოსვლა, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გზავნილებით სავსე, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას გამოხატავდა და რომელსაც სწამს, რომ სწორედ მარადიული ღირებულებების შენარჩუნებით არის შესაძლებელი გადარჩენა ამ თანამედროვე სამყაროში, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას.

„კიდევ იყო მნიშვნელოვანი იმით, რომ გამოიკვეთა – ამ ბრძოლაში, ტრადიციული ღირებულებების სადარაჯოზე საქართველო არ არის მარტო და ევროპის და აშშ-ის მასშტაბით ჰყავს ძალიან სერიოზული მოკავშირეები“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში სიტყვით გამოვიდა.

„აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები“, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა.

Cesko