აშშ-მ უკრაინისთვის 300 მლნ დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

0
260
21 Views

აშშ უკრაინას კიდევ 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა.

ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსისთვის“ დამატებით საბრძოლო მასალებს, დამატებით ჰაუბიცებს, საარტილერიო ჭურვებსა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან, რათა უკრაინამ შეძლოს დააკმაყოფილოს ბრძოლის ველზე დაუყოვნებლივი საჭიროებები და, ასევე, გრძელვადიანი საჭიროებები უკრაინის უსაფრთხოებისთვის“, – ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.

Cesko