25 Views
უკრაინაში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს სარაკეტო თავდასხმების გაზრდილი საფრთხის შესახებ აფრთხილებს, მათ შორის კიევსა და კიევის ოლქში, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„უკრაინაში სარაკეტო დარტყმების ბოლოდროინდელი ზრდის ფონზე და მოსკოვის წამქეზებელი რიტორიკის ფონზე, სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს სარაკეტო თავდასხმების გაზრდილი საფრთხის შესახებ აფრთხილებს, მათ შორის კიევსა და კიევის ოლქში“, – ნათქვამია უკრაინაში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.