უკრაინა აშშ-ს კონტრშეტევის დეტალებს უმალავს – Politico

0
222
22 Views

მედიის ინფორმაციით, უკრაინა საკუთარი კონტრშეტევის დეტალებს საიდუმლოდ ინახავს და ამ გზით ცდილობს, კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვისგან თავის დაზღვევას, რომ ბრძოლის ველზე მის პოზიციებს საფრთხე არ შეექმნას. ამის შესახებ Politico უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობასთან კონტაქტში მყოფ ორ ევროპელ თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს.

წყაროები აცხადებენ, რომ ოფიციალური კიევი კონტრშეტევის კონტრშეტევის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, ვადების გაზიარებისგან თავს იკავებს.

„უკრაინა, სავარაუდოდ, ისევ უზიარებს ზოგიერთ საბაზისო მონაცემებს აშშ-ს და ევროპულ მხარეებს, რომლებიც მათ იარაღით ეხმარებიან, მაგრამ უკრაინის შიგნით ოფიციალური პირები მუშაობენ იმაზე, რომ ისეთი დეტალების გავრცელება აღკვეთონ, როგორიცაა ბრძოლის ველზე მოქმედებების დაგეგმვა“, – წერს გამოცემა.
როგორც Politico წერს, უკრაინელი დეპუტატი,რომელიც ანონიმურად ესაუბრა გამოცემას, აღნიშნავს, რომ კიევში მაღალჩინოსნები კონტრშეტევის დეტალებს სხვა უკრაინელ პოლიტიკოსებსაც უმალავენ – „ქვეყანაში ეს გეგმა მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის“, – აცხადებს დეპუტატი.

ამ თემაზე განცხადება გააკეთა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ არაფერი შეცვლილა და ვაშინგტონი და კიევი კვლავ ცვლიან ინფორმაციას.

Cesko