44 Views
შეერთებული შტატები კიევისთვის დახმარების კიდევ ერთი პაკეტის გამოცხადებას გეგმავს, – ამის შესახებ განცხადება, სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა გაავრცელა.
ჯონ კირბიმ ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა თითქმის 100%-ით უზრუნველყო, რაც უკრაინელებმა კონტრშეტევის დასაწყებად, სამხედრო დახმარების სახით მოითხოვეს.