უკრაინელებმა სევასტოპოლში ნავთობის რეზერვუარი ააფეთქეს

0
240
21 Views

სევასტოპოლში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნავთობის რეზერვუარი ააფეთქეს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ნავთობის ბაზას, სავარაუდოდ, დრონი მოხვდა. ინფორმაციას სევასტოპილის გუბერნატორი მიხეილ რაზვოჟაევი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 18 სახანძრო  ბრიგადაა მობილიზებული. უკრაინის ოფიციალურ სტრუქტურებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

Cesko