ოლექსი გონჩარენკო – საქართველოს მმართველმა პარტიამ თავისი ხალხის ოცნებებს პუტინის ოცნება არჩია, დროა ივანიშვილს სანქციები დაუწესონ

0
417
24 Views

საქართველოს მმართველმა პარტიამ თავისი ხალხის ოცნებებს პუტინის ოცნება არჩია. PACE-ში მმართველი პარტიის არცერთმა წარმომადგენელმა არ მისცა ხმა პუტინისა და ლუკაშენკოს დაგმობას, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი, უყრაინელი დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო „ტვიტერზე“ წერს.

მისი განცხადებით, დროა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ.

„დროა, მსოფლიომ გაიღვიძოს და დაინახოს ვის ემსახურებიან ისინი. ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა”, – წერს უკრაინელი დეპუტატი.

Cesko