ბაიდენის რეიტინგი ინაუგურაციის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

0
244
22 Views

ამერიკული ანალიტიკური და საკონსულტაციო კომპანია Gallup-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბაიდენის რეიტინგი ინაუგურაციის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

მონაცემების მიხედვით, ბაიდენის მუშაობას დადებითად გამოკითხულთა 37% აფასებს, საპირისპირო აზრზეა 59%, 4%-მა კი შეკითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა.

Gallup-ის გამოკითხვის მიხედვით, 2021 წლის თებერვალში ბაიდენის მუშაობას დადებითად ამერიკელების 57% აფასებდა, ეს მაჩვენებელი კი თანდათან შემცირდა.

გამოკითხვა 2023 წლის 3-25 აპრილს ჩატარდა. მასში მონაწილეობა აშშ-ის 50-ვე მცხოვრებმა 1 013-მა სრულწლოვანმა რესპონდენტმა მიიღო.

Cesko