66 Views
ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია, ზაზა შათირიშვილის წერილს ეხმაურება და წერს:
“დიახ, ჩვენ გვასწავლეს ამერიკული კვლევების ქვეტექსტების კითხვა!
დიახ, ჩვენ ვისწავლეთ გაყალბებული ციფრების ლოგიკის ენით გაშიფრვა!
ჩვენ ბრმად აღარ ვღებულობთ NDI და IRI- ის პოლიტიკურ სოციოლოგიას!
სწორედ ასეთი თავსმოხვეული, უსირცხვილო, იდიოტებზე გათვლილი კვლევის შედეგების გასაპროტესტებლად და საკუთარი ღირსების დასაცავად გავდივართ რესპუბლიკის მოედანზე 30 აპრილს, საღამოს 6 საათზე!
ერთად დავიცვათ მშვიდობიანი, ღირსეული საქართველო!”