26 Views
ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, ინდონეზიაში ერთმანეთის მიყოლებით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში თავდაპირველად 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც კიდევ ერთი, 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ ორი დღით ადრე, 6-ბალიანი მიწისძვრა მოხდა ინდონეზიის სიახლოვეს, მოლუკის ზღვის რეგიონში.