„მითხრეს, რომ გამისკდა კისტა საკვერცხეში, მქონდა სითხე ჩაღვრილი 100-150 მლ და მჭირდებოდა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა“ – რა შეემთხვა თაკო ტაბატაძეს?

0
372
19 Views

მსახიობი თაკო ტაბატაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ასახელებს კონკრეტულ კლინიკასა და ექიმს რომლებმაც, ტაბატაძის თქმით, დახმარების მაგივრად მას პრობლემები შეუქმნეს და ქირურგიული ოპერაცია ყოველგვარი კვლევების გარეშე ჩაუტარეს, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.
„მინდა გაგიზიაროთ ერთი ამბავი, რომელიც 2 კვირის წინ გადამხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ძალიან ინტიმური და მტკივნეული თემაა, გადავწყვიტე გაგიზიაროთ, რომ თუნდაც ერთი ადამიანისთვის იყოს მაგალითი იმისა, რომ არაკომპეტენტური ექიმის მსხვერპლი არ გახდეს ჩემსავით. 5 აპრილს, საღამოს, მოულოდნელად დამეწყო მუცლის მწვავე ტკივილი მანქანის მართვის დროს. გავჩერდი და რადგან შვება ვერ ვიგრძენი, გადავწყვიტე უახლოეს საავადმყოფოში ჩამეტარებინა ექოსკოპიური კვლევა, შესაძლო მწვავე პროცესის გამოსარიცხად.

ყველაზე ახლოს იყო კ.ერისთავის სახ.ქირურგიის ეროვნული ცენტრი/Qirurgiis Erovnuli Centri რომლის ემერჯენსიში შევედი, ჩემდა სამწუხაროდ, ექოსკოპიის გასაკეთებლად.

მითხრეს, რომ გამისკდა კისტა საკვერცხეში, მქონდა სითხე ჩაღვრილი 100-150 მლ და მჭირდებოდა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. როცა ვთქვი, რომ სურვილი მქონდა სხვა კლინიკაში გადამემოწმებინა, მითხრეს, რომ შეიძლება გარეთ გასვლისთანავე მომსვლოდა შოკი, რაც შეიძლება სავალალო შედეგით დამთავრებულიყო. ასევე, მითხრეს, რომ ჩემთვის არ შეიძლებოდა ლაპარასკოპიის გაკეთება, რადგან საკეისრო კვეთა მქონდა მანამდე გაკეთებული, რაც აღმოჩნდა ტყუილი, იმიტომ რომ არაერთი შემთხვევაა, როცა საკეისრო კვეთის შემდეგაც უპრობლემოდ კეთდება ლაპარასკოპიული ჩარევა.

ასევე მითხრეს რომ სითხე იმდენად დიდი რაოდენობით იყო ჩაღვრილი, რომ მხოლოდ ამ მიზეზის გამოც ვერ გაკეთდებოდა ლაპარაკსოპია, რაც ასევე ტყუილია, როგორც აღმოჩნდა ცივილიზებულ კლინიკებში 2 ლიტრამდე სითხესაც იღებენ ლაპარასკოპიით და მე მხოლოდ 100-150 მლ სითხე მქონდა ჩაღვრილი.

ექიმი გავაფრთხილე, რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურაფ პატარა კვეთა გაკეთდეს, რათა ვიზუალური დეფექტი მინიმალური იყოს და მალე დავუბრუნდე საქმიანობას.

ექიმმა მინდია იობაშვილმა მითხრა, რომ იმ ადგილზე გააკეთებდა პატარა განაკვეთს, სადაც საკეისრო კვეთა მქონდა გაკეთებული.

სინამდვილეში, ჭრილობა არის უზარმაზარი და კვეთა გააკეთა 3 სანტიმეტრით მაღლა, საკეისრო კვეთის ხაზიდან! და ბოლოს, დრენაჟი ამომიღეს და საავადმყოფოდან გამომიშვეს ისე, რომ არც ექოსკოპიური კვლევა ჩაუტარებიათ და არც საკონტროლო სისხლის ანალიზი.

დამეწყო სიცხეები და გადავწყვუტე ჩემი ინიციატივით, ცივილიზებულ კლინიკაში ჩამეტარებინა ექოსკოპიური კვლევა, სადაც აღმოჩნდა, რომ მუცლის ღრუში ჩატოვებული მაქვს 150 მლ სითხე, ანუ ზუსტად იმდენი რის გამოც გამიკეთდა ოპერაცია!

ეს არის წარმოუდგენელი არაკომპეტენტურობა რა სიბოროტე, რომლის მსხვერპლიც ჩემსავით, ყოველდღიურად ხდებიან ადამიანები.

ვფიქრობ, ასეთ დროს ამ ინფორმაციის დამალვა დანაშაულია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, თუნდაც ერთი ადამიანის მიმართ ვინც შეიძლება ამ ინფორმაციის საფუძველზე გადაურჩეს ამ არაკომპეტენტურ ყაჩაღებს!!!

P.S. დღემდე მიტარდება შესაბამისი მკურნალობა ჩატოვებული სითხის გასაწოვად და ანთებითი პროცესების ჩასაქრობად“, – წერს თაკო ტაბატაძე.

Cesko