ბათუმელი ახალგაზრდა კაცი, თემო ხალვაში გარდაიცვალა

0
586
63 Views

ბათუმელი თემო ხალვაში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს:

„გლოვობს ბათუმი, მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ეს რა ტრაგედია დატრიალდა…. ეს ანგელოზი გარდაიცვალა, გაქვავებულები ვართ. მზე სიკეთის ბიჭი გაგვიფრინდა გლოვობს ბათუმი თემო ხალვაშს. დავმუნჯდი მე….ხალხო ისეთი საცოდაობა ტრიალებს, ცრემლებით, გაცრეცილი, სასოწარკვეთილი სახეებით ჯერ ვერ დაჯერებული და ვერ გააზრებული ტრაგედიითა და ტკივილით სავსეები. შეძრული, თავზარდაცემული ვარ და ვერ გამიგია რა ვქნა, ან აზრი აქვს ამას რომ ვწერ. სიტყვებია ზედმეტია, ისეთი ტკივილია.

მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული. შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო., სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე… ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი ცრემლით და დიდი ტკივილით, უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი.
ხალხო, ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს ის დედა და მამა რანაირად უნდა ანუგეშო, რით უნდა დაამშვიდო….

ეს არის ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს, არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი, რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილი დედას და მამას. სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები, ეს ანგელოზები ალბათ იქ, სადაც არ არსებობს დრო, იქ, სადაც მარადიული სიცოცხლეა, იქ სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს. დედამიწაზე ამ ნაიარევს არც ერთი წამალი არ შველის… გამოინახება რაიმე სანუგეშებელი სიტყვები შენი დედისთვის?“

Cesko