“წყენას დავივიწყებ და ივანიშვილს ხელს ჩამოვართმევ, თუ …” – ბურჭულაძე ივანიშვილზე

April 22, 21:31
0
896

წყენას დავივიწყებ და ივანიშვილს ხელს ჩამოვართმევ, თუ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს დაეხმარება – ამის შესახებ ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

“ამ ქვეყანაში ფული აქვს მარტო “ოცნებას” და “ქართუ ბანკს”. იცით, რომ მე ბიძინა ივანიშვილს მივიჩნევ ქვეყნის პირველ მტრად. გადადგას ეს ნაბიჯი, დაეხმაროს ამ მშობლებს და მე მივალ და მას ხელს ჩამოვართმევ, თუ, რა თქმა უნდა, მისთვის რამედ ღირს პაატა ბურჭულაძის ხელის ჩამორთმევა და რაღაცების დავიწყება. გადადგას ეს ნაბიჯი. ბავშვები უკვდებათ მშობლებს. ამაზე დიდის საშინელება რა უნდა მოხდეს? “ქართუ ბანკმა” რა უნდა გააკეთოს ამაზე უკეთესი. დრო აღარ ითმენს. ფონდი “იავნანა” ამ მთავრობის და ბიძინას დამსახურებით ფაქტობრივად გაჩერებულები ვართ, მაგრამ ჩვენს წვლილს მაინც შევიტანთ ამ დიდ საქმეში. მე მოვუწოდებ პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ მან გააკეთოს ეს კეთილშობილური საქმე და მადლობას მიიღებს არა მარტო ჩემგან, არამედ მთელი საქართველოსგან”. – ამბობს პაატა ბურჭულაძე.

Cesko