“გლოვობს მთელი საქართველო” – ვინ არის 13 წლის მოზარდი, რომელიც საფრანგეთშიც ვერ გადაარჩინეს

0
290
23 Views

ახლახანს საფრანგეთის საავადმყოფოში ქართველი ბავშვი 13 წლის პაატა ფეიქრიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

გარდაცვალების მიზეზი მძიმე სენი გახდა. “კიდევ ერთი ბავშვი გარდაიცვალა კასპის რაიონში მძიმე სენით. საფრანგეთის საავადმყოფოშიც კი ვეღარ გადაარჩინეს. კასპი საშინლად არის დაბინძურებული და მავნე ნივთიერებების გავრცელება ოთხჯერ არის გაზრდილი. დასაშვები ნორმა 25% არის. გარემოს დაცვის ორგანიზაციამ (ჩემი ქალაქი მკლავს) ჩემთან ერთად გაზომა ჰაერის ხარიხი და სპეციალურმა აპარატმა 109 % აჩვენა, რაც თავისთავად კატასტროფულია. ცემენტი არის ის ერთადერთი მინერალი, რაც ბუნებაში მოხვედრისას არ იფილტრიება და პირდაპირ კიბოს გამომწვევი მიზეზი ხდება. კვლევა წლების წინ ჩავატარეთ და მას შემდეგ კიდევ ახალი ქარხნები დაემატა. ხშირად ისმის მეორე მხარისგან, რომ ქარნებს თუ დაკეტავენ ხალხი უმუშევარი დარჩება. ქარხნის დაკეტვას არავინ არ ითხოვს. კონსტიტუციაში გარკვეით წეროა, რომ უფლება გვაქვს სუფთა გარემოში ვიცხოვროთ და ასევე მასზე ვიზრუნოთ. ქარხნების მეპატრონეებმა ვალდებულებები უნდა შეასრულონ და ფილტრები 24 საათიან რეჟიმში ამუშაონ. უხილავი მტერი ტრიალებს ჰაერში და არავინ არ იცის როდის ვის მიაკითხავს. მრავალჯერ დაგვპირდა დღევანდელი ხელისუფლება, რომ ამ პრობლემას მოაგვარებდნენ, თუმცა კორუფციული გარიგების გამო კასპის მოსახლეობა გაგვწირეს”

Cesko