ორი ბინა დავკარგე, დახმარება არავისთვის მითხოვია, დიდი ნერვიულობა გამოვიარე – რას ჰყვება ამიკო ჩოხარაძე?

0
1294
18 Views

იუმორისტი, ამიკო ჩოხარაძე აცხადებს, რომ ფინანსურად ძალიან გაუჭირდა, თუმცა დახმარება არავისთვის უთხოვია.

„უკვე წლებია, ბანკთან „ვთანამშრომლობ”. როდესაც შედარებით დიდი თანხაა საჭირო, სხვა გამოსავალი არაა და მეც არაერთხელ მისარგებლია ამ შესაძლებლობით. ალბათ, არავის მოსწონს, როცა მისი თანხა ბანკში მიდის და მეც არ ვგიჟდები ამაზე, მაგრამ მგონი, ჩვეულებრივი მომენტია, მოგწონს თუ არა, როცა გინდა რამე გააკეთო და ერთიანად ამის საშუალება არ გაქვს, ასე ხდება. ძალიან ცუდი რამეები მოხდა და ორი ბინა დავკარგე. თავის დროზე ნერვიულობაც გამოვიარე და ყველაფერი რაც შეიძლება, ასეთ პრობლემას მოჰყვეს”.
კითხვაზე, როგორ გაუძლო ცდუნებას და არ სთხოვა დახმარება მის გვერდით მყოფ შეძლებულ მეგობრებს, ამიკო ასე პასუხობს: „მე გავუძელი ცდუნებას და დახმარება არავისთვის მითხოვია…“- აცხადებს იუმორისტი “თბილისელებთან”.

Cesko