26 Views
ბულგარეთის მთავრობამ უკრაინიდან საკვები პროდუქტების იმპორტი დროებითი აკრძალა.
„გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში უკრაინული საკვების მნიშვნელოვანი რაოდენობა დარჩა და კვების ჯაჭვები შეფერხდა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება ან გაუარესდება, ბულგარული ბიზნესისთვის შედეგები შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს. ჩვენ იძულებული ვართ მივიღოთ გადაწყვეტილება, რადგან ევროპული ხელისუფლება ჯერ კიდევ განიხილავს ადეკვატური ზომის მიღებას“, – განაცხადა ბულგარეთის მთავრობის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, მანამდე პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი მათ ტერიტორიაზე სრულად აკრძალეს.