ქურდობის სერია ქუთაისში – უცნობმა პირებმა მაღაზია „მაგნიტის“ ფილიალები გაძარცვეს

0
235
21 Views

ქუთაისში, უცნობმა პირებმა ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მაღაზიები გატეხეს.

ასათიანის ქუჩაზე გატეხეს მაღაზია, რომელიც გასული თვის განმავლობაში ხუთჯერაა გაძარცული. გამსახურდიას ქუჩაზე “მაგნიტის” ფილიალი გატეხეს, რომელიც სამჯერაა გაძარცული. იგივე მაღაზიის ფილიალი გაქურდეს ავანგარდის დასახლებაშიც, სულხან საბას ქუჩაზე.

“კარები იყო ღია, იყოს დაცვის პოლიცია. სიგარეტები ეყარა ძირს. რაც ვიცი დაახლოებით მესამე შემთხვევაა”, – აცხადებს “მაგნიტის” თანამშრომელი.

პოლიციამ მაღაზიების მენეჯერები უკვე გამოკითხა. ამოღებულია კამერების ჩანაწერებიც.

ინფო იმერეთს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო და ოთხივე პირი მხილებულია.

წყარო: ინფო იმერეთი

Cesko