სავარაუდოდ კეზერაშვილიც ამ ილეთის გამეორებას აპირებს – გია გაბრიჭიძე

0
643
29 Views

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ეხმიანება დავით კეზერაშვილის გადაწყვეტილებას, რომ ტელევიზიის საკონტროლო პაკეტოს ნაწილი არხის გუნდს გადასცეს.

2017 წლის 25 მარტს დაახლოებით მსგავსი „ფოკუსი“ ჩაატარა ნიკა გვარამიამ, რომელმაც შექმნა შპს „რუსთავი 2 ჩემია“ მას შემდეგ, რაც ძმებმა ყარამანიშვილებმა 24 მარტს გამოხატეს მზადყოფნა, ტვ საქართველოს 51% რუსთავი 2-ის თანამშრომლებისთვის გადაეცათ (ტელეკომპანია საქართველო, თავის მხრივ, ფლობდა 51%-ს ტელეკომპანია რუსთავი 2-ში).

ჩატარდა კრება, რომელიც ტელევიზიით გადიოდა. წილები დიდი ზარ-ზეიმით 40 სუბიექტზე გადანაწილდა.
შემდეგ რაც მოხდა ყველას კარგად გვახსოვს.

რეალურად კი იქ რაიმე ქონებაზე არც იყო საუბარი, უბრალოდ იფიქრეს, რომ ამ ტრიუკის ჩატარების შემდეგ რ2 წარმოჩინდებოდა როგორც ჭურნალისტთა მფლობელობაში არსებული მედია საშუალება და კანონით გათვალისწინებული ნორმების გატარების შემთხვევაში ატყდებოდა საერთაშორისო მასშტაბის კივილ-წივილი “სახელმწიფო ჟურნალისტებს თავს ესხმის და ქონებას ართმევსო”.

სავარაუდოდ კეზერაშვილიც ამ ილეთის გამეორებას აპირებს, ხოლო ის ხალხი, ვინც იმ წილის მფლობელი გახდება ავტომატურად იქნება ქართული ჯარისა და გერმანელი პენსიონერების ძარცვით შეძენილი ქონების თანამფლობელი”- წერს გია გაბრიჭიძე.

Cesko