34 Views
ვითომ მეჩვენება?
არა!
თითქოს ლიბერალიზმის საპირწონედ გაასმაგდა, სრულიად ქრისტიანული სამყაროს ბრძოლა!
წელს ყველა საფლავს,
ყველაზე მიყრუებულ სოფელშიც კი, გამოუჩნდა ჭირისუფალი…
თითქოს გავითავისეთ, რომ გათითოკაცება, უღმერთოება მოგვკლავს.
მოგვკლავს არა ხორციელად, არამედ სულიერად!
აღმოჩნდა, რომ ჭავლებთან მოცეკვავე ჭინკები, დემოკრატიის მანტიაში გახვეული ფაშისტები, დედა ღვთისმშობლის მაგინებლები, ქართველ მეფეთა მაძაგებლები, ომის და ნგრევის სურვილით შეპყრობილები მოსახლეობის ერთი პროცენტიც არაა…
კვლავ აინთება სანთელი,
კვლავ გადაგორდება საფლავებზე აღდგომის კვერცხი, კვლავ მოინათლება ქართველი,
ისტორია კი შემოინახავს შადიმანთა ზნედაცემულ სახელებს…
P.S. ბრძენი პატრიარქის ეპისტოლეში იკითხება გზა ხსნისა…
ქართველი ქართველობით გადარჩება!
ლალი მოროშკინა, პოლიტოლოგი; სოციალური ქსელი