ლევან ხაბეიშვილი – მოვუწოდებ ყველას, ძალა ერთობაშია – თუ ვინმეს თავისი პარტია სურს, ეს მისი საქმეა

0
249
22 Views

მე მოუწოდებ ყველას ერთობისკენ – თუ ვინმეს თავისი პარტია სურს, ეს მისი საქმეა, მისი კონსტიტუციური უფლებაა , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქვეყნის მტერი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და არა თავად ლევან ხაბეიშვილი.

„თუ რაიმე ოფისებს იღებენ, მათ შეუძლიათ ჰქონდეთ საკუთარი პარტია და საკუთარი პოლიტიკა განსაზღვრული. მე მოუწოდებ ყველას ერთობისკენ. ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ლევან ხაბეიშვილი ვერ იქნება ამ ქვეყნის მტერი და ლევან ხაბეიშვილთან ბრძოლა ვერ შეიძლება იყოს ქართველი ხალხისთვის რაიმე პრიორიტეტი. არ ჩაითვლება ეს სერიოზულ მოქმედებად არავისთვის. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას – ძალა ერთობაშია, ყველას შეუძლია, რომ პარტიაში მოვიდეს და ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა ბრძოლა, იბრძოლოს და შესაბამისად, თუ ვინმეს მისი პარტია სურს, ეს მისი საქმეა. ეს არ არის ჩემი საქმე. ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა“ , – განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და მისმა მხარდამჭერებმა ოფისი გახსნეს.

Cesko