35 Views
გომთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა. გარდაცლილები დედა-შვილი არიან.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას რეგიონული მედია “მოზაიკა” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი კლინიკა “გორმედის” ხაშურის ფილიალში შეყვანისას დაიღუპნენ. ორი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა და ისინი სიკვდილს ებრძვიან.
შეგახსენებთ, რომ სოფელ გომთან ავარია დღეს მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.