აქვთ თუ არა რომანი ლიზი ქონიაძეს და გიორგი ნაზღაიძეს? – ვისთან ერთად გაატარა ცნობილმა ინფლუენსერმა რომში ვალენტინობა

0
407
28 Views

ლიზი ქონიაძემ ცოტა ხნის წინ ევროტური მოიწყო და გამომწერებს ულამაზესი ფოტოებით ანებივრებდა. განსაკუთრებული ყურადღება მისმა და გიორგი ნაზღაიძის ფოტოებმა დაიმსახურა. ბევრი ფიქრობს, რომ ლიზი და გიორგი შეყვარებულები არიან.

ლიზი ქონიაძე: პირველად გადავწყვიტე ბიძაშვილებთან და დასთან ერთად ევროპაში სამოგზაუროდ წასვლა. პირველ რიგში, პარიზში წავედი და იქ ძალიან მაგარი დრო გავატარე. ოთხი გოგო ვიყავით და ძალიან მაგარი გოგონების მოგზაურობა გამოგვივიდა. იქ ყოფნის დროს პატრიკმა დამირეკა, შენს „მეზობლად“ ვართ, ბუდაპეშტშიო. ის, გიორგი ნაზღაიძე და მათი მეგობარი გოგონები უნგრეთში იყვნენ და გადავწყვიტეთ, ერთი დღით მათთან ჩავსულიყავით. გადავფინდით, ერთი დღე მათთან ერთად გავატარეთ და უკან დავბრუნდით.

– გიორგის შენთან ერთად ნახვას დიდი ამბები მოჰყვა. წერდნენ, რომ სამოგზაუროდ ერთად იყავით წასული, რომ წყვილი იყავით, ძალიან უხდებოდით ერთმანეთს და ასე შემდეგ…

– ამაზე მე და გიორგის ძალიან გვეცინებოდა (იცინის). ჩვენ ერთად არასდროს ვყოფილვართ. ვმეგობრობთ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მხოლოდ მეგობრული. აქედან გამომდინარე, როგორც წყვილს, ერთად არასდროს გვიმოგზაურია (იცინის).

– გიორგიც ცოტა ორაზროვნად გამოეხმაურა ამ ამბავს.

აქვთ თუ არა რომანი ლიზი ქონიაძეს და გიორგი ნაზღაიძეს? - ვისთან ერთად გაატარა ცნობილმა ინფლუენსერმა რომში ვალენტინობა– ეგ – ხუმრობით, მე ამ ხუმრობას თან ავყევი, თან არა, უფრო არა (იცინის). რეალურად ჩვენ მართლა ყოველთვის ძალიან მაგარი მეგობრები ვიყავით. ნეტავ, მართლა ჰყავდეს ყველას მისნაირი მეგობარი, მაგრამ პარტნიორი როგორია, ეგ არ ვიცი (იცინის).

– პროექტშივე ამბობდა, რომ შენ მიმართ სიმპათიები ჰქონდა.

– მე ვერავის სიმპათიებს ვერ გავაკონტროლებ (იცინის).

– მასზე, როგორც მამაკაცზე და არა მეგობარზე, რას ფიქრობ?

– შეიძლება, ვიზუალურად ვუხდებით ერთმანეთს, მაგრამ მე მარტო მეგობრად წარმომიდგენია. სხვანაირად მართლა ვერ აღვიქვამ, იმის მიუხედავად, რომ არაფერი აკლია და ძალიან სიმპათიურია (იცინის). რა ვქნა, ახლობელია, სხვა თვალით ვერ ვუყურებ, ისევე, როგორც პატრიკს და როიალს (იცინის). ყველა ძალიან კარგი მეგობრები ვართ. გიორგი ძალიან ერთგული მეგობარია და ჩვენ, ოთხეული, ამას ყოველთვის აღვნიშნავთ. მე ამ პროექტმა სამი საუკეთესო მეგობარი მომცა – გიორგი, პატრიკი და როიალი, მას შემდეგ ერთად მოვდივართ და ეს ჩემთვის დიდი შენაძენია.

– დავუბრუნდეთ მოგზაურობას, როგორ გააგრძელე ევროტური?

– პარიზიდან დაბრუნების შემდეგ, ცოტა ხანში, ჩემს მომღერალ დაქალებთან ერთად რომში მოგზაურობა გადავწყვიტე. ორ გოგოსთან ერთად წავედი, მათ იქ კონცერტი ჰქონდათ და ვალენტინობა, ჩემს გოგონებთან ერთად, რომში გავატარე. რადგან თავისუფალი და მარტოხელა ვარ, დაქალებთან ერთად მომიწია ამ დღის აღნიშვნა. სამივე მარტოხელები ვართ, შეყვარებულების გარეშე და როგორც ძლიერმა და დამოუკიდებელმა ქალებმა, ეს დღე ისე აღვნიშნეთ, როგორც მას შეეფერება, ძალიან კარგი დრო გავატარეთ (იცინის). იტალიაც დავათვალიერე, ჩემი საოცნებო ქვეყანაა და დიდი სიამოვნება მივიღე.

– ამბობენ, რომ იტალიელი მამაკაცები ძალიან ჰგვანან ქართველებს, თუ მოგხიბლეს?

– არავინ არ შემიმჩნევია, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ (იცინის). ჯერჯერობით ჩემი გული ვერავინ მოიგო (იცინის). რადგან მარტო ვარ, ეს ნიშნავს, რომ არ გამოჩენილა ადამიანი, ვინც ჩემს გულს დაიპყრობს. სიმართლე რომ ვთქვა, ქართველი მამაკაცები უფრო მიზიდავს, ვიდრე უცხოელი და მოგზაურობის დროს მსგავსი ამბებით დიდად არ ვინტერესდები (იცინის).

– გამორჩეული ვიზუალი გაქვს, განსაკუთრებულად ზრუნავ მასზე?

აქვთ თუ არა რომანი ლიზი ქონიაძეს და გიორგი ნაზღაიძეს? - ვისთან ერთად გაატარა ცნობილმა ინფლუენსერმა რომში ვალენტინობა– სულ ვამბობ, რომ ძალიან პრანჭია ვარ. მიყვარს თავის მოვლა და ფორმაში ყოფნა. ბევრს ვვარჯიშობ და ჩემთვის ყველაზე სახალისო ზუსტად ეს არის – საკუთარ თავზე ზრუნვა, ვარჯიში და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი დიდ მოტივაციას მაძლევს, ამ პროცესში საკუთარ თავზე ვმუშაობ. არ ვგულისხმობ, რომ ვარჯიში ძალიან მჭირდება. თუ საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ და მოგწონს ისეთი, როგორიც ხარ, დამატებით არაფერი გჭირდება, მაგრამ მე ეს მახალისებს. სალონში მისვლა და ფრჩხილებზე ლაქის წასმაც ძალიან მეხალისება და ამას სიხარულით ვაკეთებ. ეს საკუთარ თავზე მუშაობის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც თავდაჯერებულობას კიდევ უფრო მმატებს. ყოველთვის მინდა, ჩემი თავის მაქსიმუმი „დავდო“, გარეგნულად თუ შინაგანად.

– გარეთ გამოსვლისას ცდილობ, სულ გაპრანჭული იყო თუ მაინც კომფორტულობას ანიჭებ უპირატესობას?

– მე კომფორტულად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა ლამაზად გამოვიყურები. შესაბამისად, იმის ჩაცმა მიყვარს, რაც თავს ასეთად მაგრძნობინებს. შეიძლება, ეს მაინცდამაინც სპორტული სამოსი არ იყოს. ყოველდღიურობაში ასეთიც ხშირად მაცვია, მაგრამ უპირატესობას მაინც უფრო ისეთ სამოსს ვანიჭებ, რომელიც გვალამაზებს (იცინის).

– ალბათ, შოპინგი განსაკუთრებულად გიყვარს.

– სხვათა შორის, შოპინგზე სიარული არ მიყვარს და ეს ბევრს უკვირს. საათებს მაღაზიაში ვერ ვატარებ, ეს ძალიან მღლის. როგორც კი დავინახავ რამეს, ზუსტად წარმოვიდგენ საკუთარ ტანზე და თუ ჩავთვლი, რომ მომიხდება, არც კი გავისინჯავ, მაშინვე ვყიდულობ. ამიტომ ეს პროცესი ჩემთვის ძალიან მარტივია. ფინანსებიც არასდროს მენანება, იმიტომ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაზე მეტად გვალამაზებს და რატომაც არა?!

– მაკიაჟი?

– მიყვარს, როცა მაკიაჟი მიკეთია, ეს გვალამაზებს, მაგრამ ყოველდღიურად არ ვიკეთებ, იმიტომ რომ ხშირად ვვარჯიშობ და ამ დროს არ არის მიზანშეწონილი. თან, ვცდილობ, კანი დავასვენო, მაგრამ გადაღებები და ფოტოსესიები იმდენად ხშირად მაქვს, ეს ნაკლებად გამომდის. თან სპორტული გადაცემის წამყვანი ვარ და რაღაც დოზით გრიმის გაკეთება იქაც საჭიროა. თუმცა, ეს პროცესი ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.

– ამასობაში კარგი კულინარიც გახდი…

– ძალიან მიყვარს კულინარია, ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ აქამდე ჩემი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა არ მქონდა. როდესაც სხვადასხვა კულინარიულ შოუში მონაწილეობის შემოთავაზებები მივიღე, ძალიან გამიხარდა. მართლა ვგრძნობდი, რომ ამ მხრივ, რაღაც უნდა გამეკეთებინა. გურმანი ვარ, საკვებს დიდ ყურადღებას ვუთმობ და მიხარია, რომ ეს თემა ჩემს ცხოვრებაში თავისით მოვიდა. ამ ამბავს შორეულ პერსპექტივაშიც ვუყურებ. შეიძლება, შეფი არ გავხდე, მაგრამ მომავალში გასტრონომიული ბიზნესი გავაკეთო. ეს სფერო ისევე მიზიდავს, როგორც ტელევიზია.

– სახლში ხშირად ამზადებ?

– ყოველ დილას, იძულებული ვარ (იცინის). მგონი, უკვე ყველამ იცის, რომ უგემრიელეს ავოკადოს ტოსტებს ვაკეთებ (იცინის). ამის გარდა ბევრი რამ შემიძლია. ახლა შოუში უგემრიელესი ჩაქაფული მოვამზადე, ბურგერიც ძალიან კარგი გამომივიდა, ყველა აღფრთოვანებული დარჩა. სახლშიც ყველაფერს ძალიან გემრიელს ვამზადებ, მაგრამ უფრო ჯანსაღს.

– როგორ მოხდა, რომ გვერდით საყვარელი ადამიანი არ გყავს?

– ალბათ, ჩემი ბრალიც არ არის. საკუთარი თავისთვის საუკეთესო მინდა, მგონი, ეს ბუნებრივია. მე თვითონ ბუნებით ძალიან დომინანტი ენერგიის მქონე ვარ და ჩემ გვერდით ჩემნაირი ან კიდევ უფრო ძლიერი ადამიანი მინდა. შეიძლება, ყოფილა კიდეც ასეთი, მაგრამ ჩემი ყურადღება ვერ დაუმსახურებია. ჩემთვის ყველანაირად მოსაწონი ადამიანი, სამწუხაროდ, ჯერ არ გამოჩენილა (იცინის).

 

წყარო: თბილისელები

Cesko