ახალი ამბები „იჭრებოდნენ სახლებში და იპარავდნენ ძვირფასეულობას” – საბერძნეთში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრები არიან

April 5, 12:59
0
119

საბერძნეთში სამართალდამცავებმა დანაშაულებრივი ორგანიზაციის 5 წევრი დააკავეს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან.

ბერძნული მედიის ცნობით, 2 აპრილს ჩატარებული ოპერაციის დროს 33, 34, 38 და 44 წლის ოთხი მამაკაცი და 33 წლის ქალი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები, სულ მცირე, 2021 წლის ნოემბრიდან ატიკას სხვადასხვა რაიონში სახლებს ძარცვავდნენ.

ისინი სამიზნე სახლებს და მეპატრონეებს უთვალთვალებდნენ. ადგენდნენ სიგნალიზაციისა და კამერების არსებობას, აკვირდებოდნენ სამიზნეების გადაადგილებას, როდის გადიოდნენ სახლიდან, იჭრებოდნენ სახლებში და იპარავდნენ ძვირფასეულობასა და სხვა ნივთებს. იყენებდნენ საწმენდ საშუალებებს კვალის გასაქრობად და იდენტიფიცირების თავიდან ასაცილებლად კოდირებული სიტყვებით საუბრობდნენ.

პოლიციელებმა დაკავებულების ჩხრეკისას: ავტომობილი, მოტოციკლი, 3 ლეპტოპი, 370 ევრო, მობილური ტელეფონები და სიმ ბარათები, ელექტრომოწყობილობები, ქურდობის იარაღები, გასაღებები და დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა ამოიღეს.

გამოძიების დაწყებიდან დღემდე გახსნილია ძარცვისა და ქურდობის 16 ფაქტი, ხოლო მათი უკანონო ეკონომიკური სარგებელი 690 000 ევროზე მეტს შეადგენს. პოლიცია გამოძიებას აგრძელებს.

Cesko