25 Views
Associated Press-ის ცნობით, ჩინელმა ჯარისკაცებმა ორშაბათს, ტაივანის გარშემო სამდღიანი სრულმასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ „ბრძოლისთვის მზად არიან“.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინგ-ვენის აშშ-ში ვიზიტის პასუხად გამართულ წვრთნებზე ჩინელმა მებრძოლებმა კუნძულის ბლოკირების იმიტირება მოახდინეს.
„ჯარისკაცები მზად არიან, ნებისმიერ დროს იბრძოლონ იმისთვის, რომ დაძლიონ „ტაივანის დამოუკიდებლობის“ ნებისმიერი გამოხატულება და უცხოური ჩარევის მცდელობა“, – ნათქვამია ჩინეთის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.