ნიკოლეიშვილი კელი დეგნანს: წლებია წინ გიდევთ მოსამართლის და ტელეკომპანიის მფლობელის კორუფციული გარიგების უტყუარი ფაქტი. ამ უდიდესი სკანდალის მიუხედავად, თქვენ არათუ დაასანქცირეთ რომელიმე მათგანი, არამედ ღიად მფარველობთ მათ

0
703
18 Views

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ნიკა გვარამიას და მოსამართლე მამუკა ახვლედიანის ფარულ ჩანაწერს, სადაც გვარამია მოსამართლეს 6 მილიონიდან წილს ჰპირდება.

ექსპერტი კელი დეგნანს მიმართავს და აცხადებს, რომ ამ ფაქტზე არათუ დაასანქცირა რომელიმე მათგანი, არამედ ღიად მფარველობს მათ.

„მოსამართლეთა გაუგებარ და უსამართლო სანქცირებაზე

ქალბატონ ელჩს მივმართავ – თქვენ წლებია წინ გიდევთ მოსამართლის და ტელეკომპანიის მფლობელის კორუფციული გარიგების უტყუარი ფაქტი. სასამართლოს ხელმძღვანელს გვარამია გადადგომის სანაცვლოდ ჰპირდება წილს 6 მილიონიდან! აი ამ უდიდესი სკანდალის მიუხედავად, თქვენ არათუ დაასანქცირეთ რომელიმე მათგანი, არამედ ღიად მფარველობთ მათ!

ამის პარალელურად, ქართველი ხალხი იმის ღირსადაც არ ჩათვალეთ, რომ გეთქვათ კონკრეტული ფაქტები, რის გამოც დაადეთ მოსამართლეებს სანქცია“, -წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Cesko