აგვისტოს ომის დროს ქვეყნიდან გაქცეული “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები

August 9, 10:39
0
1291

“ქრონიკის” რედაქციამ “ნაციონალური მოძრაობის” იმ პირთა სია გამოაქვეყნა, რომლებმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში საქართველო დატოვეს.

სტატია, რომელიც 2014 წლის 11 მარტით არის დათარიღებული, დეტალურად ასახავს მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების საქართველოს საზღვართან გადაადგილებას.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა პაატა დავითაიას, როდესაც 2008 წელს საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეობდა, იმ პირთა სია გადასცა, ვინც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში საქართველო დატოვა. “ქრონიკა“ აღნიშნულ სიას და “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების სახელებსა და გვარებს აქვეყნებს, რომლებმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში, საქართველო დატოვეს:

გიგი წერეთელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – საქართველო დატოვა 7 აგვისტოს, 04:30 საათზე, დაბრუნდა 9 აგვისტოს;

დავით ბეჟუაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 7 აგვისტოს, დაბრუნდა 11 აგვისტოს, კვლავ დატოვა 15 აგვისტოს;

კანდიდ კვიციანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 7 აგვისტოს, დაბრუნდა 11 აგვისტოს;

კობა ნაყოფია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი –  საქართველო დატოვა 7 აგვისტოს და აგვისტოში არ დაბრუნებულა;

გოჩა მამაცაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, 05:00 საათზე, დაბრუნდა 12 აგვისტოს;

ალექსანდრე ხეთაგური, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი – საქართველო დატოვა 8 აგვისტოს;

დიმიტრი გვინდაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე (2011 წ. ფინანსთა მინისტრი) – საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, დაბრუნდა 10 აგვისტოს;

ლევან მჭედლიშვილი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე (დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი) – საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, დაბრუნდა 10 აგვისტოს;

რომან მარსაგიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 8 აგვისტოს;

გიგა ბოკერია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე – საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;

ურუზმაგ ქარქუსოვი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წევრი – საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;

ბაკურ კვეზერელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;

გიორგი მელაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 9 აგვისტოს,16:00 საათზე;

ნინო კალანდაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – საქართველო დატოვა 10 აგვისტოს, 12:30 საათზე, აზერბაიჯანში გადავიდა წითელი ხიდით;

ნიკა რურუა, პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – საქართველო დატოვა 10 აგვისტოს, აზერბაიჯანში გადავიდა წითელი ხიდით;

კობა სუბელიანი, პარლამენტის წევრი (2008 წლის ნოემბრიდან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი) – საქართველო დატოვა 10 აგვისტოს;

გიორგი ღვინიაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – 11 აგვისტოს ვალედან გადავიდა თურქეთში;

გოგი ლიპარტელიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 11 აგვისტოს, დაბრუნდა 12 აგვისტოს, 15 აგვისტოს სადახლოდან გადავიდა სომხეთში;

ნინო ენუქიძე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე – საქართველო დატოვა 11 აგვისტოს, დაბრუნდა 14 აგვისტოს;

მერაბ სამადაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 12 აგვისტოს,00:02 საათზე, ავტომანქანით სომხეთში გადავიდა, დაბრუნდა 12 აგვისტოს, შუაღამისას;

პაატა ლეჟავა, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 12 აგვისტოს;

თამარ კოვზირიძე, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე – საქართველოში დაბრუნდა 14 აგვისტოს;

ჰარუთიუნ ოვანესიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – 11 აგვისტოს სარფის საზღვარი გადმოკვეთა თურქეთიდან;

გოდერძი ბუკია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – 11 აგვისტოს გადმოვიდა წითელი ხიდით საქართველოში;

ვერულაშვილი მარიკა -7 აგვისტოს დაბრუნდა, ოთხის ნახევარზე;

დავით ბაქრაძე, პარლამენტის თავმჯდომარე – 8 აგვისტოს დაბრუნდა აეროპორტიდან;

გივი თარგამაძე, დეპუტატი – 7 აგვისტოს გავიდა და 8 აგვისტოს დაბრუნდა;

ეკა ტყეშელაშვილი – 13 აგვისტოს გავიდა და 15-ში დაბრუნდა.

სტატიაში, პაატა დავითაია აცხადებს, რომ ეს სია არასრულია. მისი თქმით, რეალური სია, რომელიც მას თავის დროზე საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ბადრი ბიწაძემ მიაწოდა, საქართველოს პარლამენტის არქივში ინახება.

გარდა ამისა, გაზეთმა “ასავალ-დასავალმა” 2018 წლის 28 მაისს ბადრი ბიწაძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა. ბადრი ბიწაძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები. სწორედ ამ ინტერვიუში ბადრი ბიწაძე ასახელებს „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნებს, საუბრობს იმაზე, ვინ სად იმალებოდა რუსეთ-საქართველოს ომის დროს.

“მაშინ კონფლიქტის ზონაში ვიყავი, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ 2008 წლის 9 აგვისტოს სააკაშვილი კანცელარიაში მარტო დარჩა! ფაქტობრივად, სააკაშვილს მთელი ხროვა შემოეცალა, მათ შორის, ვანო მერაბიშვილიც, რომელიც 9 აგვისტოს ღამეს რომ დაიმალა, 13 აგვისტომდე არ გამოჩენილა. მერაბიშვილი მთელი ოთხი დღის განმავლობაში, სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე ერთ-ერთ სოფელში იმალებოდა. მიხეილ მაჭავარიანი აეროპორტიდან მოაბრუნეს, გიგა ბოკერიაც გადიოდა ქვეყნიდან და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მობრუნდა. დავით ბაქრაძე, დეპუტატებთან ერთად, ლაგოდეხის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით, აზერბაიჯანში გადავიდა და იქ სპორტდარბაზში ცხოვრობდა. ერეკლე კოდუა სომხეთის საზღვარზე გადადიოდა. ეს ყველაფერი დავაფიქსირე და მთელი დოკუმენტაცია საპარლამენტო კომისიას ჩავაბარე, თუმცა უშედეგოდ. დოკუმენტები რომ აფრიალდა და სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის ნამდვილი სახე გამოჩნდა, მივიდნენ და სააკაშვილს უთხრეს, ბადრი ბიწაძე ძალიან ცუდ ადგილზე დაგვინიშნავსო! ზოგიერთებივით, იმ დოკუმენტების ასლები არ გამიკეთებია, რაც ალბათ, შეცდომა იყო,” – აცხადებს ბადრი ბიწაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში, რომელიც 2018 წლის 28 მაისით არის დათარიღებული.

Cesko