9 აპრილს გვეგონა, მომავალს ვემსახურებოდით, თურმე შეცდომაში შეგვიყვანეს – ამის შესახებ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, იგივე “უცნობმა” განაცხადა, როდესაც თავის სტუმარს ყოფილ დეპუტატს, ზაზა პაპუაშვილს წარადგენდა.
“მე და ზაზა პაპუაშვილი იმ აივანზე ვიდექით, სადაც იწყებოდა ეს ყველაფერი 89 წელს, 9 აპრილი და გულზე მჯიღებს ვიცემდით და გვეგონა, რომ საქართველოს მომავალს ვემსახურებოდით, თავისუფლებას, თურმე შეცდომაში ვიყავით შეყვანილები.
9 აპრილი იმიტომ ვახსენე რომ შეცდომა იყო, რომ ის იყო სისხლისღვრა, მე ასე ვფიქრობ დღევანდელი დღიდან. რა თქმა უნდა, ენერგეტიკა დიდი იყო, რა თქმა უნდა, ყველაფერი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საბჭოთა კავშირი მაინც იშლებოდა, ჩვენ პატრიარქისთვის უნდა დაგვეჯერებინა, ის ამბავი რომ არ მომხდარიყო, არ მოხდებოდა არც შემდეგ პირველი ხელისუფლების ასეთი ვანდალური შეცვლა, არ მოხდებოდა არც აფხაზეთსა და ოსეთი ასეთი სამოქალაქო დაპირისპირებები, არც თბილისის ომი და არც შემდეგ განვითარებული მოვლენები. ნორმალურად განვვითარდებოდით”, – თქვა გაჩეჩილაძემ.