“ბრმა და ყრუობით” 30 წელზე მეტია ტანჯვაში ვართ ერი! ღმერთმა გაგვინათოს გონი ქართველებს და შეგვაძლებინოს, ამჯერად მაინც, რეალობის საღად აღქმა!- მაია დვალიძე

0
592
75 Views

34-ე წელია “9 აპრილის”… და ….
დღეს არსებული მსოფლიო წესრიგი რომ ინგრევა, მხოლოდ ბრმა ვერ ხედავს!
იმ დროსაც ინგრეოდა დიდი მონდომებით, თუმცა უფრო “ჩუმად”, მაგრამ ზედა ფენებმა “ორივე მხრიდან” ეს იცოდნენ.
“ბრმა და ყრუობით” 30 წელზე მეტია ტანჯვაში ვართ ერი!
ხოდა დღესაც, დღეს არსებული მსოფლიო წესრიგი ინგრევა და ….წყალსაც წაუღია და წაიღებს კიდეც…
ხოდა… ჩვენ რა გვიჭირავს ხელში და რა შეგვრჩება, ის ვიკითხოთ.
რა მოცემულობით ვხვდებით ცვლილებებს, რა სახე გვაქვს, რა პოტენციალი…
გონიერი ერი გაფაციცებულ “ერთ კონად” შეკვრაში და შენებაში იქნებოდა, მას შემდეგ , რაც უდიდესი ბირთვული იმპერია “დაშალა აქციებით”, მაგრამ რაც ვაკეთეთ, ვხედავთ, ნათლად ჩანს..
ღმერთმა გაგვინათოს გონი ქართველებს და შეგვაძლებინოს, ამჯერად მაინც, რეალობის საღად აღქმა!
მოგვმადლოს სიბრძნე და ძალა გადარჩენის და შენების!
ნათელში ამყოფოს უფალმა ის ალალი სულები!….

მაია დვალიძე, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი

 

Cesko