მაკრონმა ჩინეთის პრეზიდენტი უკრაინის ომთან მიმართებით პოზიციის შეცვლაში ვერ დაარწმუნა – Politico

0
248
19 Views

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს თავისი კოლეგა სი ძინპინი უკრაინის ომთან მიმართებით პოზიციის შეცვლაში ჯერჯერობით ვერ დაარწმუნა, – ამის შესახებ Politico იუწყება.

„ჩინეთის პრეზიდენტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით მის ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკების შემდეგ თავისი დამოკიდებულების შეცვლის ნიშნები არ აჩვენა“, – აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემის ცნობით, მაკრონმა სი ძინპინს შეშფოთება გამოუცხადა ჩინეთის მიერ რუსეთისთვის იარაღის შესაძლო გადაცემის შესახებ, მაგრამ მან ამ განცხადება მკაფიო პასუხი ვერ მიიღო.

„მაკრონმა მოუწოდა სის, არ მიაწოდოს რუსეთს არაფერი, რაც ხელს შეუწყობს მის ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჩინეთის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ეს მისი ომი არ არის“, – აღნიშნავს Politico.

საფრანგეთისა და ჩინეთის ლიდერები მოლაპარაკებებს 7 აპრილს გააგრძელებენ.

Cesko