24 Views
თბილისში, გლდანის მე-5 მიკრო რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დისტრიბუციის მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც დისტრიბუციის მანქანა იქვე არსებულ სილამაზის სალონის შესასვლელს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად, 4 ადამიანი მსუბუქად დაზიანდა. დაშავებულებიდან ერთ-ერთი სალონში მყოფი პირია, დანარჩენები კი, მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომები.
ვრცელდება ვერსია, რომ მიკროავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა, რის გამოც, აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
დეტალებს „ინტერპრესნიუსი“ შსს-ში არკვევს.
ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.