5 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ჭირნახულის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების მეორე ეტაპს ჩაატარებს.
ჭირნახულის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში განახლდა 1,5 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული ქსელი, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წყლის წნევის რეგულატორები დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს 5 აპრილს დაიწყებენ და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. სარეაბილიტაციო პროექტის შედეგად ჭირნახულისა და მიმდებარე ქუჩების აბონენტებს მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდებათ.
ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებთან დაკავშირებით ხვალ, 5 აპრილს, დილის 10:00 საათიდან 6 აპრილის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში: ლილოს დასახლებას კვარტალებით და მიკრორაიონებით, ჭირნახულის, აფხაზავას, ნამორაძის, სტურუას, გოკიელის, კამოს (ტყემალაძე) და მეფრინველეობის ქუჩებს შესახვევებით.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge