ადვოკატი ამბობს, რომ გრიგორიადისს, გარეგნობის გამო ციხეში მორალურად გატეხავენ, ამიტომ ყველაფერი უნდა ეპატიოს, გათავისუფლდეს და დანაშაულზე თვალი უნდა დავხუჭოთ

0
964
32 Views

ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი მარტში, თბილისში ჩატარებული აქციების მონაწილის, პატიმრობაში მყოფი ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვს:

“ლაზარე ციხიდან უნდა გათავისუფლდეს!

მსგავსი განსხვავებული გარეგნობის ახალგაზრდას საბჭოური მენტალობის ციხე არ მიიღებს სიხარულით. მას გატეხავენ მორალურად, ფსიქოლოგიურად!

ლაზარე აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს!

ციხეს მახინჯი სტანდარტები შემორჩა.

დემოკრატიის პირმშოებს დამაკნინებელი ტერმინებით ნათლავს.

ლაზარეს ადგილი იქ არ არის!

გააქტიურდით!

თავისუფლება ლაზარეს, თავისუფლებისთვის მებრძოლ მწუხარე სახის ბიჭს!”, – წერს ჩხეტიანი.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

Cesko