VIDEO: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა – „ამბასადორში” გაჩენილი ხანძრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

0
2100
26 Views

სასტუმრო ამბასადორში ხანძრის გაჩენის საქმეზე 1995 წელს დაბადებული ა.ლ. დააკავეს. მას ბრალად ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ან განადგურება ედება. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პირი რომელმაც სავარაუდოდ ამბასადორი გადაწვა დაკავებულია. არსებული ვერსიით, მან კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შემდეგ ავიდა რესტორანში, შეუკვეთა სუში, სასმელი და შემდეგ ცეცხლი გააჩინა.

სასტუმრო ამბასადროს კაზინოს განცხადებით, სიცრუეა, რომ ხანძრის გაჩენის გამო დაკავებული პირი სამორინეს სტუმრობდა.

ამავდროულად, სასტუმრო “ამბასადორი” განცხადებას ავრცელებს:

“გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დაკავებული პირი არ სტუმრობდა სამორინე ამბასადორს და არ იყო ვერიფიცირებული ჩვენი თანამშრომლების მიერ. მას არანაირი გადაკვეთა არ ჰქონია სამორინეს საქმიანობასთან. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან”. – ნათქვამია განცხადებაში.

Cesko