„ჩვენს სტაფს შევადარებდი კრივის „მსხალს“, რომელსაც ყველა ურტყამს და უკან ხმის ამოღების უფლება არ გაქვს.იმდენი ცინცხალი ტყუილი ჟღერდა…”- ნინო ნადირაძე

0
282
19 Views

უკვე მეშინია პასუხის გაცემა კითხვაზე – როგორ არის, რადგან ჩვენ როცა თუნდაც მიზერულ ინფორმაციას ვაჟღერებთ მის შესახებ, ახლახან მოგვივიდა პერსონალური ინფორმაციის დაცვის სამსახურისგან წერილი, რომ თქვენ გაეცით პირადი ინფორმაცია წონასა და ა.შ. შესახებ, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენს სტაფს შევადარებდი კრივის „მსხალს“, რომელსაც ყველა ურტყამს და უკან ხმის ამოღების უფლება არ გაქვს. იმდენი ცინცხალი ტყუილი ჟღერდა: იცი, რომ ამდენი კილოგრამია და უცებ აცხადებენ, რომ 10 კილოგრამით ნაკლებია. ფაქტობრივად თავს ვერ იცავ. მათ აქვთ უფლება, ნებისმიერი ტყუილი გააჟღერონ, ჩვენ კი ვართ ისეთი შანტაჟის, წნეხის, ზეწოლის ქვეშ… არცერთი მისი ახლობელი, მეგობარი, ადვოკატი თუ ოჯახის წევრი არ გვიდგას გვერდით, რომ წაგვეხმარონ და უთხრან, რომ ასე ჯობია. პირიქით, ყველა ჩვენი რეკომენდაცია უკუღმა აღიქმება. მკურნალობის ის სქემა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, მისი მხრიდან უგულებელყოფილია“, – განაცხადა ნადირაძემ.

Cesko