მოსკოვში Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ჯაშუშობისთვის დააკავეს

0
359
21 Views

როგორც რუსული მედია იტყობინება, მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ აშშ-ის მოქალაქე ევან გერშკოვიჩი, Wall Street Journal-ის კორესპონდენტი ჯაშუშობის სისხლის სამართლის საქმეზე დააკავა.
სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების შუამდგომლობა და გერშკოვიჩს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამერიკული გაზეთ Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს თანამშრომელი ФСБ-მ ეკატერინბურგში დააკავა.

დეპარტამენტის ცნობით, გერშკოვიჩი, აშშ-ს მთავრობის დავალებით, აგროვებდა საიდუმლო ინფორმაციას რუსული თავდაცვის ერთ-ერთი საწარმოს შესახებ.

ძებნილი პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჟურნალისტი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაიჭირეს.
თავის მხრივ, WSJ-მა უარყო ბრალდებები გერშკოვიჩის წინააღმდეგ და მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
სისხლის სამართლის მუხლი „ჯაშუშობის“ შესახებ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქართული მედიის მამები (დედებიც) მკაცრად გმობენ რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას პოლიტიკურს უწოდებენ. ჟურნალისტი ნანული ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს აქციის გამართვას “მოსკოვის საელჩოსთან.”

წყარო: tb24.me

Cesko