ცუკერბერგის ქონება ერთ დღეში $10 მილიარდით გაიზარდა

0
214
26 Views

წარსულში Facebook-ის, ამჟამად კი Meta Platforms-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ქონება ერთ დღეში 10.1 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა. კომპანიას მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაყიდვების ზრდის დიდი მაჩვენებელი ჰქონდა.

მოგების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, Meta-ს აქციების ფასმა დაახლოებით 14%-ით მოიმატა. ამან მარკ ცუკერბერგის ქონება 84.9 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ ერთი დღის განმავლობაში მარკ ცუკერბერგის წმინდა ქონების რეკორდულად დიდი ზრდა 2 თებერვალს დაფიქსირდა და 12.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ბოლოს დაფიქსირებული შედეგი კი მილიარდერის ქონების ერთ დღეში ზრდის კუთხით მესამე საუკეთესო მაჩვენებელია.

Cesko