ზელენსკიმ ჩინეთის პრეზიდენტი უკრაინაში მიიწვია

0
271
22 Views

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი უკრაინაში მიიწვია, – ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა ამერიკულ საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეტედ პრესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ ის აქ ვიხილოთ. მსურს მასთან საუბარი. მე მასთან კონტაქტი მქონდა მანამ, ვიდრე სრულმასშტაბიანი ომი დაიწყებოდა. მაგრამ მთელი ამ წლის განმავლობაში, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მე არ მქონია კონტაქტი”, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, სი ძინპინი 20 მარტს რუსეთში სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა, სადაც რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

Cesko