რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვარ – ბაიდენი ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესაძლებლობაზე

0
294
24 Views

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის გეგმასთან დაკავშირებით – ტაქტიკური ბირთვული იარაღი განათავსონ ბელარუსის ტერიტორიაზე, შეშფოთებას გამოთქვამს.

„რა თქმა უნდა, ამის გამო შეშფოთებული ვარ. რას ვამბობდი ბოლო ერთი წელი? ეს საუბრები სახიფათო და შემაშფოთებელია“, – აცხადებს ბაიდენი.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გეგმის შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

Cesko