კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის წარმოების გაზრდის ბრძანება გასცა

0
308
21 Views

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის წარმოების გაზრდის ბრძანება გასცა.

კიმ ჩენ ინის განცხადებით, ქვეყანაში ბირთვული იარაღის მარაგი „გეომეტრიული პროგრესიით“ უნდა გაიზარდოს.

27 მარტს კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობდა ბირთვული იარაღის მიღებას შეიარაღებულ ძალებში და მოისმინა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის ინსტიტუტის მოხსენება ბოლო წლების პროგრესის შესახებ ქვეყნის ბირთვული შეიარაღებული ძალების ხარისხობრივ და რაოდენობრივ გაძლიერებასთან დაკავშირებით.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სამხედროებს მზადყოფნისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ გამოიყენონ ბირთვული იარაღი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და, ასევე, ისაუბრა ატომური ძალების მუდმივი გაძლიერების აუცილებლობაზე, რომ ძალამ მტრები შეაშინოს და დაიცვას ქვეყნის ხელისუფლება, სისტემა და ხალხი.

კიმ ჩენ ინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღი არ არის მიმართული სხვა ქვეყნების წინააღმდეგ და ქვეყნის ბირთვული ძალების მტერი თავად ომი და ზოგადად ბირთვული კატასტროფაა, ხელისუფლება კი იბრძვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.

Cesko